weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2025

თბილისში კორონავირუსით 15 წლის ბავშვი გარდაიცვალა

11:44 ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021

თბილისში, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისში ქუთაისიდან იყო გადაყვანილი და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, მოზარდს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

დილის მდგომარეობით ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციაში 25 პაციენტი იმყოფებოდა, რომელთა შორის ერთი თვის ჩვილიც არის.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 61 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 1120 ახალი შემთხვევა. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდის 38 391 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7016 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.  

მხოლოდ გასულ კვირაში კორონავირუსს 555 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილია 7867 ინფიცირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]