weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

60 წელს ზემოთ მოქალაქეების 67% ჰოსპიტალში ხვდება, ლეტალობა 15%-ზე მეტია – ტიკარაძე

12:57 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 60 წლის ზემოთ მოქალაქეების აქტივობა ძალიან დაბალია, ამ ჯგუფში ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი მაღალია. მინისტრის თქმით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 67% ჰოსპიტალში ხვდება.

„ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმასთან მიმართებაში, თუ როგორია ავადობა მოსახლეობაში ასაკობრივ ჭრილში და ასევე, როგორია ვაქცინაცია ასაკობრივ ჭრილში. აქ ცალსახად გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებლები და ეს გახლავთ შემდეგი: ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70 და 80 წელს ზევით მოქალაქეებში. ასევე, ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს 60 წელს ზევით მოქალაქეებში. როდესაც ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას და ასევე, ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა, რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზევით“, – განაცხადა ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ იმსჯელოს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში მოქალაქეებს გაააქტიურებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახის ექიმებს დაევალებათ საკუთარ უბნებში 60 წელს გადაცილებულ ადამიანებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარონ. გარდა ამისა, საბჭო იმსჯელებს სხვადასხვა ფინანსურ წამახალისებელ ღონისძიებაზე, რაც შესაძლოა პენსიონერებისთვის მოტივატორი გახდეს.

„შემდეგ დღეებში გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას. ჰოსპიტალში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 67% ხვდება, საიდანაც ძალიან მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი და 15%-ს აღემატება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს წარვუდგინეთ ანალიზი იმის შესახებ, რომ ამ მოქალაქეების წახალისებით და მეტად ინტენსიური ვაქცინაციით, შეგვიძლია ჰოსპიტალურ სექტორში არსებული დაწოლის რისკების მოხსნა დაახლოებით 50%-ით. ეს მოგვცემს ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ფინანსურ და ფისკალურ ეფექტს და აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა და სურვილია, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ყველა იმ ბერკეტის გამოყენება, გარდა სავალდებულოობისა, რომელიც ამ ჯგუფში მეტ აქტიურობას გამოიწვევს ვაქცინაციასთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა და გამოვლინდა ინფიცირების 2571 ახალი შემთხევვა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდის 35 153 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6520 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პაციენტი.

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 30%), ხოლო სრულად, ორივე დოზით – 509 722 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 17.8%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]