„მოგეხსნებათ, ბევრმა დემოკრატიულმა ქვეყანამ სავალდებულოობის პრინციპი შემოიღო, მათ შორის, ყველაზე მაღალი დემოკრატიის ქვეყნებმა. როდესაც სავალდებულოობაზეა საუბარი, იქ დგება ადამიანის უფლებების საკითხი. ჩვენ გვაქვს სავალდებულო აცრები ქირურგებში, მეან-გინეკოლობეში B ჰეპატიტზე, ანესთეზიოლოგებში - წითელაზე და ა.შ. გვაქვს ეს კანონმდებლობით დადეგნილი.
კოვიდზეც რაღაც ეტაპზე შეიძლება ამაზე მსჯელობა. პირადად მე, მხარს ვუჭერ, რომ ჩემს კოლეგებში, ანუ სამედიცინო პერსონალში და ასევე, პედაგოგ-მასწავლებლებში იყოს სავალდებულო ვაქცინაცია, რამეთუ ჩვენ ექიმებს საქმე გვაქვს მოსახლეობასთან, მათ ჯანმრთელობასთან და პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ამავე დროს, მაგალითი მივცეთ სხვებს და მეორე, რომ მასწავლებლები მუშაობენ ჩვენს მომავალ თაობებთან. უსაფრთხო უნდა იყოს სკოლა, უსაფრთხო უნდა იყოს უნივერსიტეტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა და გამოვლინდა ინფიცირების 2571 ახალი შემთხევვა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდის 35 153 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6520 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პაციენტი.
8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 30%), ხოლო სრულად, ორივე დოზით – 509 722 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 17.8%).