weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება 60 წლის ზემოთ პირებისთვის – გაბუნია

13:05 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ახალი ტალღა, სავარაუდოდ, მომავალ წელს იქნება.

„ვერასდროს ვერ გამოვრიცხავთ სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის და ცვლილებების პირობებში. ამდენად, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია სხვა ტალღაც იყოს. ამისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული.

ჯერჯერობით, რთულია ამაზე საუბარი. ეს არ იქნება მოკლე მომავალში მაგრამ, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღას. ნოემბრის დასაწყისი ძალაინ ადრეა, ვერ ვიტყოდი. ეს უფრო არის ახალი წლის შემდეგ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება 60 წლის ზემოთ პირებისთვის.

„ძალიან საყურადღებოა ის, რომ დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი არის ისევ 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში.

ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ. ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი და ამაზეც იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს, იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე, რადგან შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 58 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 33 123 ინფიცირებულია, რომელთაგან 6417 საავადმყოფოში მკურნალობს. 1500 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 ადამიანი.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით 8035 ადამიანია გარდაცვლილი.

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, 15 მარტის შემდეგ სულ ჩატარებულია 1 405 877 აცრა. სრულად, ანუ ორივე დოზით ვაქცინირებულია 536 394 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 18.8%-ია.

 

ამ თემაზე:

60 წელს ზემოთ მოქალაქეების 67% ჰოსპიტალში ხვდება, ლეტალობა 15%-ზე მეტია – ტიკარაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]