weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია

18:12 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში, სადაც რამდენიმე საათის წინ შეიარაღებული პირი შეიჭრა, არცერთი მძევალი აღარ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

„თანხასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იყო მოთხოვნა. ამ ეტაპზე, დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს პირის იდენტიფიცრების პროცესიც. არცერთი მძევალი არ არის ბანკის შენობაში, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მუშაობენ აქტიურად იმისთვის, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდეს“, – განაცხადა კოვზიაშვილმა.

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი დღეს, 9 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე შეიჭრა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მას ხელყუმბარა ეჭირა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლად 15-მდე ადამიანი აიყვანა. ის თანხას - ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. თავდამსხმელთან მოლაპარაკებების და მოთხოვნილი თანხის ზუსტი ოდენობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]