weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ტახტისძირთან ოკუპანტებმა მავთულხლართები გააბეს

14:42 შაბათი, 11 სექტემბერი 2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირსა და ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას შორის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები გააბეს.

ტახტისძირთან ბოლო რამდენიმე თვეა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მავთულხლართების გავლებამდე, აპრილის ბოლოს, დაახლოებით ერთ კილომეტრზე, ოკუპანტებმა ბოძები ჩაყარეს. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებდა, ზოგ ადგილზე ბოძები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტახტისძირისა და გვირგვინას მიმდებარედ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლიდან ფიქსირდება.

„მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპაციო ღობის შიგნით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ იქნა გავლებული მავთულხლართები. საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი“, – აცხადებს სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სამსახური აღნიშნავს, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. სუს-ი სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]