weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

14:41 კვირა, 12 სექტემბერი 2021

თელავის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალზე თავდახმისთვის დაკავებულ 49 წლის შალვა მელიქიშვილს აღკვეთის რონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მელიქიშვილის მიმართ 30 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც ადვოკატმა, ლეილა გარსევანიშვილმა განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ.

„ჩემი შუამდგომლობა განპირობებული იყო იმით, რომ შოთა მელიქიშვილი არ დაემალება გამოძიებას, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, საზღვარგარეთ არ ჰყავს ახლობლები, არ აქვს საზღვარგარეთის პასპორტი, ვერ მოახდენს მოწმეებზე და დაზარალებულებზე ზემოქმედებას, ვერ გაანადგურებს მტკიცებულებებს, რადგან მათზე ხელი არ მოუწვდება“, – აღნიშნა ადვოკატმა.

საქმეზე წინასასამართლოს ხდომა 2 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

შალვა მელიქიშვილს ბრალად ედება ტერორისტული მიზნით თავდასხმა, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდება, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შალვა მელიქიშვილი 9 სექტემბერს შეიჭრა საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში. ის ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. როგორც პროკურატურა აცხადებს, მელიქიშვილმა საქართველოს ხელისუფლებისგან თანხის მოთხოვნის მიზნით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების მუქარით, 6 მოქალაქე მძევლად აიყვანა.

„თავდამსხმელი ცდილობდა საზოგადოებაში მასობრივი პანიკის და შიშის დანერგვით ხელისუფლების ორგანოები იძულებული გაეხადა შეესრულებინა მის მიერ დაყენებული მოთხოვნები. შალვცა მელიქიშვილი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 ლარის და 500 000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემა და შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალების მიცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით დაიმუქრა“, – აცხადებს პროკურატურა.

დაკავებამდე შალვა მელიქიშვილი თელავში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში მზარეულად მუშაობდა. ადვოკატის ინფორმაციით, მელიქიშვილს „თიბისი ბანკის“ 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა და სწორედ ამას ასახელებს საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმის მოტივად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]