weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამიზნე ჯგუფებისთვის კოვიდზე ტესტი კვლავ უფასოა, არაფერი შეცვლილა – ღიბრაძე

14:23 ორშაბათი, 13 სექტემბერი 2021

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტირების მხრივ არაფერი შეცვლილა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირებისთვის ტესტის ჩატარება კვლავ უფასოა.

„კონკრეტული სამიზნე ჯგუფები განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით. ეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ასე მიმდინარეობს და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა: ვისაც აქამდე უტარდებოდა უფასოდ როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტი, კვლავინდებურად გაგრძელდება მათთვის უფასო ტესტის ჩატარება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 17 192 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა. გუშინ, 23 605 ტესტის შედეგად ინფიცირების 1838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რამდენიმე კვირის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ სექტემბრის მეორე ნახევრიდან ის პირები, რომლებიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ იკეთებენ, სახელმწიფოს ხარჯზე აღარ გაიტესტებიან.

13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირურის საწინააღმდეგო 1 507 986 აცრა. სრულად (ვაქცინის ორივე დოზით) აცრილია 605 529 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 21.2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]