weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 2 მოქალაქე იმყოფება

13:45 ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021
ფოტოზე - ირაკლი ანთაძე ფოტოზე - ირაკლი ანთაძე

ოკუპირებულ ცხონვალის რეგიონში, უკანონო პატიმრობაში, გენადი ბესტაევის გარდა, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულია გელა გოჭოშვილი.

„დაკავების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იქნა დაგვიანებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან გარკვეულ ე.წ. კრიმინალურ აქტივობას. ვეცდებით, დღეს მივიღოთ პასუხები როგორც დაკავების, ასევე ყველა დეტალის შესახებ“, – აღნიშნა ანთაძემ.

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 102-ე შეხვედრა იმართება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების საკითხებს დააყენებენ.

„დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება უკანონო ე.წ ბორდერიზაციის შემთხვევებზე და ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე. ეს უკიდურესად სახიფათო და ნეგატიური პროცესი, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც სიცოცხლეს, ასევე ჯანმრთელობას, ხელყოფს თავისუფალი გადაადგილების უფლებას. ჩვენ გვქონდა 33 უკანონო დაკავების შემთხვევა იანვრიდან დღემდე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ანთაძემ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ეგორ კოჩიევი ხელმძღვანელობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]