weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ მშობლები როგორ არიან აცრილი – გამყრელიძე

18:01 სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება. მისი ინფორმაციით, მასწავლებლების 63% ერთჯერადად არის აცრილი, ხოლო 52% სრულად.

„რადგან დღეს ქვეყანაში 100%-ით „დელტა“ შტამი ცირკულირებს და ის ბავშვებს აზიანებს, ამიტომ დამატებით შემოვიტანეთ პირბადე 1-დან 5-კლასამდე, როდესაც აქამდე იყო მეხუთე კლასის ზემოთ. რეკომანდაცია დირექტორებს: ყველა დირექტორმა იცოდეს თუ რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ აიცრან დანარჩენები, ვინც არ არიან აცრილები. ამავე დროს, დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი. უსაფრთო სკოლა ნიშნავს როდესაც სკოლაში ყველა აცრილია და ასევე, ბავშვის მშობლები და ბებია-ბაბუები, თუ მათთან ცხოვრობენ“, – განაცხადა გამყრლიძემ.

28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 1 760 878 აცრა ჩატარდა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.5%-ია. გუშინ მხოლოდ 11 421 აცრა ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]