weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს

13:59 ორშაბათი, 04 ოქტომბერი 2021

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.

„დანაშაულის დაფარვის ფაქტზე დაკავებულია კიდევ ორი პირი, რის შესახებაც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებულის, მიხეილ სააკაშვილი მარშრუტის შესახებ გამოძიებისთვის ყველა დეტალი ცნობილია“, – განაცხადა პროკურორმა მედიასთან.

მანამდე, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია დააკავეს, რომელსაც ბრალად მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება. პროკურატურის ვერსიით, ცომაიამ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ, თუმცა, ამის მიუხედავად, 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა.

„ელგუჯა ცომაიას მიმართ წაყენებულია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას. ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით და მიგვაჩნია, რომ არსებობს ამის საკმარისი საფუძველი. არ არის გამორიცხული ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს ბრალდება“, – თქვა ლევან ვეფხვაძემ.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ცნობილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახდა. უცნობია, ზუსტად როდის და რა გზით შემოვიდა ის ქვეყანაში. ამ საკითხზე კომენტარი  შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით კი, სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით შემოვიდა.

სააკაშვილი თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]