weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ცხინვალიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

00:46 ხუთშაბათი, 07 ოქტომბერი 2021

ცხინვალის იზოლატორიდან 4 ოქტომბერს დაკავებული გოგა მეტრეველი და რომან გოჩაშვილი გაათავისუფლეს და ერგნეთის საგუშაგოზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ გამოყენებით, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებს უწყება.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია 4 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ დააკავეს 3 მოქალაქე, რომელთაც სახელმწიფო საზღვარი მდინარე დიდი ლიახვის გასწვრივ, ქალაქ ცხინვალიდან სამხრეთით გადაკვეთეს. მათივე ცნობით, დაკავებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

საქართველოს მეოთხე მოქალაქემ გაქცევა მოახერხა, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი კი გაქცევის მცდელობისას 10-12 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. დაკავების შემდეგ ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოსცეს და ამჟამად თბილისის კლინიკაში მკურნალობს.

ოთხივე მოქალაქე ლიახვის ხეობის სოფლებიდან დევნლები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]