კლინიკის დირექტორის, დეა ქაჯაიას თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური იყო.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. სახეზეა პოლიტრავმა, ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და მარცხენა ქვედა კიდურის არეში ღია მოტეხილობა, კოჭის სახსრის. აქვს ტრავმული შოკი. პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, გადადის რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გაუგრძელდება ინტენსიური მკურნალობა და დანარჩენს შევაფასებთ უკვე ხვალ“, – განაცხადა დეა ქაჯაიამ.
დღის ბოლოს მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც „კრიტიკულად მძიმე“.
ნანგრევებში 15-მდე ადამიანს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის ბავშვებიც არიან.