weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეებს ერთი წლის იჯარის და ქირის გადასახადი ეპატიებათ

16:55 სამშაბათი, 12 ოქტომბერი 2021

სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში დარიცხული იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი ეპატიებათ. შეღავათი მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდება, ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება ქონების მართვის სააგენტოსთან აქვს დადებული და არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან. 

მთავრობის ინფორმაციით, შეღავათი ეხება 1652 პირს, რომელთაც 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში, 5 071 875 ლარისა და 100 608 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ჰქონდათ სახელმწიფო ქონებით სარგებლობისთვის.

იმ პირებს, რომლებმაც ან საერთოდ ვერ შეძლეს, ან ნაწილობრივ მოახერხეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულება, ეპატიებათ გადაუხდელი თანხები, რაც დაახლოებით მილიონამდე ლარია და ასევე დაკისრებული პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც 700 000 ლარს აღემატება.

„იმისათვის, რომ ჩვენ სრული სამართლიანობა დავიცვათ, ამ შეღავათს ვავრცელებთ იმ სუბიექტებზეც, ვინც სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა. მათ მომავალში ეს შეღავათი გადახდილად ჩაეთვლებათ, ანუ მომავალ გადახდებში ისარგებლებენ, რაც აბსოლუტურად სწორია იმიტომ, რომ როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული პანდემიის გამო, ყველას თანაბრად უჭირდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება:

„კანონი პარლამენტმა 2021 წლის 9 ივნისს მიიღო და ამ კანონით მაშინვე იყო პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული. ამ კანონით დაგვევალა ჩვენ ამ წესის შემუშავება, შესაბამისად, კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ვასრულებთ, რომელიც არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის“.

სავარაუდოდ თვის ბოლოს, 20 საარჩევნო ოლქში, მათ შორის, თბილისში, თელავში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში და სხვაგან, მერების ასარჩევად მეორე ტური უნდა გაიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]