weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით კახეთშია მომატებულია – გაბუნია

18:42 ოთხშაბათი, 13 ოქტომბერი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი 5000-ს აღწევს. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი განსაკუთრებით კახეთშია მომატებული, რაც შესაძლოა რთველთან იყოს დაკავშირებული.

„განსაკუთრებით მომატებულია შემთხვევები კახეთში, რაც ვფიქრობთ, უკავშირდება ბოლო პერიოდში რთველის სეზონს, შესაძლოა, მას შემდეგ იყო გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა, ასევე წვიმიანი სეზონი იყო და ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, ხდებოდა შენობების შიგნით, რამაც ხელი შეუწყო გავრცელებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატება ჯერჯერობით არ ფიქსირდება, რაც იმედის მომცემი ნიშანია.

„შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინაციის ეფექტიც კი, რადგან ინფიცირებულების ის ნაწილი, ვინც უკვე ვაქცინირებულია და არის ასეთი ჯგუფი, მცირე, მაგრამ მაინც, ბინაზე რჩებიან და როგორც წესი, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს ამ შემთხვევაში დაავადება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ

დღეს კორონავირუსი 4837 ადამიანს დაუდასტურდა, გუშინ კი – 4774-ს. აქედან კახეთის რეგიონში ინფიცირების ჯამში 1506 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ორ დღეში კორონავირუსს 63 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 30 256 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 24 687 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]