weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ-ის აქციაზე თბილისისკენ მიმავალ ავტოკოლონებს გზებზე ცოცხებით ხვდებიან

14:29 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მხარდამჭერებს, რომლებიც რეგიონებიდან თბილისში, აქციაზე მიემგზავრებიან, გზებზე ცოცხებით ხვდებიან, აფერხებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

მსგავსი ფაქტი დილით სამტრედიის შესასვლელში დაფიქსირდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, სამეგრელოდან მიმავალ კოლონას „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის საკრებულოს წევრები და ზუგდიდის მერიის ააიპ-ების თანამშრომლები დახვდნენ.

„ეს ადამიანები არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები. ეს 30 ადამიანი აგონიაში მყოფმა ხელისუფლებამ მიიყვანა. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება მხარეებს მოუწოდებდეს მშვიდობისკენ, შერიგებისკენ, ახალისებს ამ ძალადობას“, – განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მანქანებს ცოცხებსა და ქვებს ესროდნენ, რის შესახებაც პოლიციას აცნობა, თუმცა, როგორც დეპუტატი ამბობს, სამართალდამცავებს რეაგირება არ ჰქონიათ.

ცოცხებით დახვდნენ ქუთაისიდან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მიმავალ ადამიანებსაც. „ცოცხების აქციის“ ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს აწამეს: „მე არ მინდა, რომ ჯალათები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ამის გასაპროტესტებლად მოვედი“.

„მას შემდეგ, რაც გავიმარჯვებთ და მე გავხდები ქუთაისის მერი, არცერთ თანამშრომელს არ მოუწევს პოლიტიკური დავალების შესრულება არასდროს, არცერთი თანამშრომელი არ იქნება დაჩაგრული უსამართლოდ და ასე, რასაც „ქართული ოცნება“ უკეთებს. სევდიანია ეს ამბავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებსაც არ სურდათ. არაუშავს, ჩვენ ჩავალთ თბილისში და შევუერთდებით აქციას თავისუფლებისთვის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული და 18:00 საათზე დაიწყება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]