weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კოლექტიური შენდობა, ცხონება და ცათა სასუფეველში შესვლა არ არსებობს – დეკანოზი ჯაღმაიძე

16:14 ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მეუფეების მიერ გაკეთებული არცერთი განცხადება საპატრიარქოს პოზიციას არ წარმოადგენს.

გარდა ამისა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ შერიგება ქრისტიანული იდეაა და ეკლესია სულ მოუწოდებს სიყვარულისა და მიტევებისკენ.

„ეკლესია სულ ამბობს: ერთმანეთს მივუტევოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ძირითადად თქვენი ტელევიზიებია, რომელიც აპირისპირებს ადამიანებს და ჩვენ გვეკითხებით შერიგებაზე? ეს შერიგება ქრისტიანული იდეაა, მაგრამ ქრისტიანული იდეა სრულად განხორციელებული სახელმწიფოს რეალობაში ჯერ არ გვინახავს. მე თუ მეხება, ვინმეს შენდობა ვთხოვო ან შევუნდო, მზად ვარ ყველას შენდობა ვთხოვო და შევუნდო. პირადად ჩემზე შემიძლია საუბარი. კოლექტიური ასეთი შენდობა, კოლექტიური ცხონება, კოლექტიური ცათა სასუფეველში შესვლა არ არსებობს“, – განაცხადა დეკანოზმა ჟურნალისტებთან.

დღეს და გუშინ, სინოდის წევრების ნაწილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. მათ შორის, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და ეპისკოპოსმა მიქაელ გაბრიჭიძემ თქვეს, რომ საჭიროა მიტევება და შერიგება. როგორც ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ და დავიწყოთ ფიქრი საყოველთაო შერიგებაზე. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში განვითარდება ქვეყანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]