გარდა ამისა, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ შერიგება ქრისტიანული იდეაა და ეკლესია სულ მოუწოდებს სიყვარულისა და მიტევებისკენ.
„ეკლესია სულ ამბობს: ერთმანეთს მივუტევოთ, ერთმანეთი გვიყვარდეს და ძირითადად თქვენი ტელევიზიებია, რომელიც აპირისპირებს ადამიანებს და ჩვენ გვეკითხებით შერიგებაზე? ეს შერიგება ქრისტიანული იდეაა, მაგრამ ქრისტიანული იდეა სრულად განხორციელებული სახელმწიფოს რეალობაში ჯერ არ გვინახავს. მე თუ მეხება, ვინმეს შენდობა ვთხოვო ან შევუნდო, მზად ვარ ყველას შენდობა ვთხოვო და შევუნდო. პირადად ჩემზე შემიძლია საუბარი. კოლექტიური ასეთი შენდობა, კოლექტიური ცხონება, კოლექტიური ცათა სასუფეველში შესვლა არ არსებობს“, – განაცხადა დეკანოზმა ჟურნალისტებთან.
დღეს და გუშინ, სინოდის წევრების ნაწილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. მათ შორის, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და ეპისკოპოსმა მიქაელ გაბრიჭიძემ თქვეს, რომ საჭიროა მიტევება და შერიგება. როგორც ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, მსჯავრის წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ და დავიწყოთ ფიქრი საყოველთაო შერიგებაზე. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში განვითარდება ქვეყანა.