weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინსპექტორმა რუსთავის ციხეში 2 პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

11:22 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021
ფოტოზე - სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ფოტოზე - სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ საგამოძიებო დეპარტამენტში, გუშინ, 14 ოქტომბერს, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

გამოძიება მიმდინარეობს სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია.

„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა ადგილმდებარეობა; დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა; შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით ტარდება ხანძრის კერის ადგილის დათვალიერება, რომლის შემდგომ დაინიშნება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა გამოკითხვა; მიმართული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის N17 დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდეს ჩანაწერების გამოთხოვა“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, 14 ოქტომბერს ხანძარი იყო. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, ხანძარი 14:20 საათზე გაჩნდა სამზარეულოში, რომელიც მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს პატიმრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მომხდართან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ჰყვება ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი. მისი ინფორმაციით, ერთი პატიმარი მეორის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა ორივე დაიღუპა.

„ცეცხლი გაჩნდა სამზარეულოში, რომელიც სავარაუდოდ საწყობს გადაედო. ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ, შიგნით შევარდა მეორე პატიმრის, მეგობრის გადარჩენის მიზნით. სამწუხაროდ, ძლიერი კვამლის გამო იქიდან ვეღარ გამოვიდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ სავარაუდოდ ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ“, – ამბობს ადვოკატი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]