weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამეგრელოში კიდევ ერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ სამსახურიდან მიდის

14:00 ორშაბათი, 25 ოქტომბერი 2021

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიცია თანამშრომელმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა პროტესტის ნიშნად, პირადი განცხადებით დატოვა. ამის შესახებ მან დღეს, ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ვარ გიორგი ბერიშვილი, პოლიციის მაიორი. სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეგობარ ლექსო რაფავას, რის გამოც ვტოვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პოლიციელების მიმართ დევნა“, – განაცხადა პოლიციელმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, თენგიზ გუნავას ინფორმაციით, შესაძლოა თანამდებობა კიდევ რამდენიმე პოლიციელმა დატოვოს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ პოლიციის კიდევ რამდენიმე მუშაკი, ისევე როგორც გიორგი, სოლიდარულია და წარმოგიდგენთ, როდესაც ისინი მზად იქნებიან ამისთვის. ეს იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ წარმომადგენლებს ასეთი ბინძური მეთოდებით არ უნდა ებრძოლოს. ვაფრთხილებ იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობა მიიღი: მეგობრებო, ეს არავის შერჩება და ნუ შეასრულებთ ღარიბაშვილის მიერ მითითებულ ბრძანებებს“, – აღნიშნა გუნავამ.

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა 21 ოქტომბერს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცველებმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს იმის გამო, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი იყო და არჩევნების გაყალბებას უშლიდა ხელს. გარდა ამისა, ჩხრეკა ჩატარდა ზუგდიდში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, რუსლან შამახიას სახლში.

ლექსო რაფავასადმი სოლიდარობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა, მათ შორის პირველი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რევაზ ლაზიშვილი იყო.

პოლიციელების გადადგომასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვისაც პარტიული მოღვაწეობა სურს, პოლიციელის მუნდირი უნდა გაიხადოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]