weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვფიქრობ, ხვალ კონკრეტულ შედეგებს დავდებთ - შს მინისტრი ტყის ხანძრებზე

22:58 კვირა, 03 სექტემბერი 2017

„ხვალ, დილის 6 საათიდან ადგილზე იქნება მობილიზებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი. ის ადამიანები, რომლებიც სხვა ხანძრების შემთხვევაში იღებდნენ მონაწილეობას ქრობის პროცესში. ისინი დაგვემატებიან და ვფიქრობ, რომ ხვალ უკვე კონკრეტულ შედეგებს დავდებთ“, - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც კახეთში ჩამოვიდა და საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა.

თათბირის შემდეგ, შს მინისტრმა ვერტმფრენიდან ის ადგილები დაათვალიერა, სადაც ამ დროისთვის ხანძარია.

მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია რთულია, რელიეფი ძალიან რთულია. სხვა შემთხვევებში თუ ჩვენ შევძელით და ვამუშავეთ მძიმე ტექნიკა, გავჭერით გზები და შემდეგ შევიყვანეთ სახანძრო მანქანები, აქ მაგის საშუალება არ გვაქვს.

„პრაქტიკულად, ჩვენ მოკლებული ვართ იმ შესაძლებლობას, რომ მძიმე ტექნიკა ვამუშაოთ და ახალი გზები გავჭრათ ტყეში, მაგრამ ხვალ ინტენსიურად იმუშავებს ავიაცია, ასევე ინტენსიურად იმუშავებს ცოცხალი ძალა. იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ კონკრეტულ შედეგებს უკვე დავდებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

თუშეთის სოფელ ხახაბოსთან, დაახლოებით 3–4 კილომეტრში, ტყეში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ღამით ჭექა–ქუხილის დროს მეხი ჩამოვარდა და ხანძრის გაჩენის მიზეზი ეს გახდა. თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის თქმით, ცეცხლის გავრცელებას ხელს ტყეში არსებული დიდი რაოდენობით ხმელი ხეები უწყობს. ხანძარმა დაახლოებით 17 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

თელავის თემის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, ართანას ტერიტორიაზე ხანძარმა დაახლოებით 70 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, აქედან უმეტესი ტყის მასივია, მცირე ნაწილი კი ალპური ზონა.

ართანის და თუშეთის ტყეებში ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ხანძრის მოკლე დროში ქრობის მიზნით, დღეს ცეცხლის კერებთან, ვერტმფრენის მეშვეობით, მეხანძრე-მაშველების დამატებითი რაოდენობის მობილიზება მოხდა.

ხანძარი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]