weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ღარიბაშვილი სამართლებრივი სივრციდან არის გასული – სააკაშვილის ადვოკატი

14:45 პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, მათ შორის, იმის შესახებ, რომ ადამიანს კანონით აქვს თვითმკვლელობის უფლება არასერიოზულია.

„რას ნიშნავს „ყველა ადამიანს აქვს თავის მოკვლის უფლება“? ადამიანმა თვითმკვლელობა რომ სცადოს და ვერ მოიკლას თავი, ამისთვის კანონი აწესებს ჯარიმას, იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, ვინც თვითმკვლელობა სცადა. აბსოლუტურად სხვაგან არის ღარიბაშვილი. საერთოდ სამართლებრივი სივრციდან არის გასული ღარიბაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რა განცხადებებსაც ისინი აკეთებენ. ამას რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხოთ, ვერ გეტყვით“, – განაცხადა გელხაურმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და ასეთ შემთხვევაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, – თქვა ღარიბაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი თავს იზიანებს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რომ თავი არ დაიზიანოს, რაზეც პრემირმა უპასუხა:

„დავეხმარებით. გადავიყვანთ საჭირო დროს, საჭიროების შემთხვევაში გლდანის საავადმყოფოში, იმიტომ, რომ არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირები, პროვოკაციები, რაც მას აქვს დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ გადავიყვანთ სამოქალაქო კლინიკაში, მოხდება ამ დაპირისპირების, ორგანიზებული შეტევის და პროვოკაციების მცდელობა“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში 29-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დღეს მან განაცხადა, რომ სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს, აღარ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და ანალიზებს აღარ ჩააბარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]