როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ფაზილ ბაირამოვი სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ბიზნესმენია. უცნობია, რის გამო დაუპირისპირდა მას მეგუთნიშვილი. ყარაჯალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ მუსაევმა „რეგინფოს“ განუცხადა, რომ მეგუთნიშვილსა და ბაირამოვს შორის კონფლიქტს არასდროს ჰქონია ადგილი. მისივე თქმით, სანდრო მეგუთნიშვილი პოლიციამ დააკავა.
არსებული ინფორმაციით, ფაზილ ბაირამოვი რამდენიმე დღის წინ, ყარაჯალაში, ადგილობრივებს შორის მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა. ჩხუბის შედეგად სამი ადამიანი და რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
განახლება: სანდრო მეგუთნიშვილი პოლიციაში გამოკითხეს და ის თავისუფალია.