weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავში ბიზნესმენ ფაზილ ბაირამოვის მაღაზიას ესროლეს

17:22 ოთხშაბათი, 03 ნოემბერი 2021

თელავში, ყოფილი ხორცკომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა ალექსანდრე (სანდრო) მეგუთნიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფაზილ ბაირამოვის კუთვნილი ავტონაწილების მაღაზიის მიმართულებით ისროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

ფაზილ ბაირამოვი სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ბიზნესმენია. უცნობია, რის გამო დაუპირისპირდა მას მეგუთნიშვილი. ყარაჯალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ მუსაევმა „რეგინფოს“ განუცხადა, რომ მეგუთნიშვილსა და ბაირამოვს შორის კონფლიქტს არასდროს ჰქონია ადგილი. მისივე თქმით, სანდრო მეგუთნიშვილი პოლიციამ დააკავა. 

არსებული ინფორმაციით, ფაზილ ბაირამოვი რამდენიმე დღის წინ, ყარაჯალაში, ადგილობრივებს შორის მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა. ჩხუბის შედეგად სამი ადამიანი და რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

 

განახლება: სანდრო მეგუთნიშვილი პოლიციაში გამოკითხეს და ის თავისუფალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]