weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იმნაძის თქმით, პრეზიდენტის იდეა აუცრელების ფასიან მკურნალობაზე ვერ განხორციელდება

14:57 ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არავაქცინირებულების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება.

„არა, ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება, მაგრამ სხვა ყველა პუნქტში აბსოლუტურად ვეთანხმები. დღეს მეც მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ გააჟღერა ყველას ის პუნქტი, რომელიც იყო გაჟღერებული“, – განაცხადა იმნაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის შეფასებით, დღევანდელ „კატასტროფულ მდგომარეობაზე“ ყველა პასუხისმგებელია, სახელმწიფოს კი ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება და მეტი გამბედაობა ევალება. ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, სასწრაფოდ მკაცრი ზომები მიიღოს.

„სავალდებულო აცრა რისკ ჯგუფებისთვის, კოვიდ-პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჩატარებულია 1 990 501 აცრა. სრულად, ორივე დოზით ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ია. გუშინ, 3 ნოემბერს, მხოლოდ 3469 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]