weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილის უფლებებს არღვევენ და მასთან ექსპერტების შესვლას აფერხებენ – ჯიშკარიანი

17:27 ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

ცენტრი „ემპათია“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის მიმართ დისკრიმინაციასა და ალტერნატიული ექსპერტიზისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „ემპათიის“ დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, 21:11 საათზე მიიღეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძრვანელის, თამთა დემურიშვილის პასუხი განცხადებაზე, რომლითაც „ემპათია“ ითხოვდა მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას მისი სამედიცინო და უფლებრივი მდგომარეობის შემოწმების მიზნით.

„წერილში წერია, რომ ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურმა სამსახურებმა დაამუშაონ პერსონალური მონაცემები, ოღონდ რა მონაცემებზეა საუბარი გაუგებარია, როდესაც სამედიცინო სერთიფიკატები წარდგენილი იყო აღნიშნული დეპარტამენტისთვის.

სამედიცინო სერთიფიკატის და პროფესიული საქმიანობის შესახებ ლიცენზია საჯაროა და განთავსებულია განცხადებაში მითითებულ ლინკზე. ეს ლიცენზია, ჯანმრთელობის შესახებ კანონის თანახმად, განსაზღვრავს ჩვენი პროფესიული საქმიანობის ჩარჩოებს და შესაბამისად, არავის აქვს უფლება მოითხოვოს კიდევ ერთი გადამოწმება, ხოლო პირადი მონაცემების რა მოცულობაზეა საუბარი, რატომ ან როგორ უნდა შეამოწმოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ჩვენთვის გაუგებარია.

აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ ზეწოლად და ექსპერტებისთვის შემაფერხებელ გარემოებად, რაც ნიშნავს იმას, რომ დროში წელავენ ექსპერტების დაშვებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

პერსიონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით თურმე ექსპერტებმა უნდა განაცხადონ თანხმობა. ეს არის ექსპერტებზე ზეწოლა, პაციენტის უფლებების დარღვევა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის უხეში დარღვევა.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პატიმარი პაციენტის მიმართ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, ვინაიდან როგორც სამოქალაქო, ისე პატიმარ პაციენტს აქვს უფლება აირჩიოს ექსპერტი, აირჩიოს მკურნალი ექიმი და დემურიშვილს არ აქვს არანაირი უფლება შეზღუდოს პაციენტი ამ უფლებაში.

ცენტრ „ემპათიას“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპერტიზა არაერთგზის აქვს ჩატარებული და ეს გახლავთ პირველი ამდაგვარი პასუხი ექსპერტების დაშვებასთან დაკაშვირებით ჩვენს მოთხოვნაზე. პენიტენციურმა სამსახურმა უნდა განმარტოს, რას ნიშნავს ეს.

პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ამდაგვარი წერილი ალბათ იწერებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში და ისიც ადრეულ ხანაში, 37 წელში. სხვა დროს ექიმების მიმართ გამოგზავნილი წერილი არ მინახავს – 20 წელზე მეტია ცენტრი „ემპათია“ ახორციელებს ამ საქმიანობას. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არის მიუღებელი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, ექსპერტიზა მაინც ჩატარდება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღნიშნული წერილი კი თან დაერთვება „ემპათიის“ ექსპერტების დასკვნას.

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, ასევე, წერილი გასაჩივრდება იუსტიციის მინისტრთან და მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა, ასევე, მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი პატივისცემას და ნდობას გამოხატავს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი ექიმების კონსილიუმის მიმართ, თუმცა განიხილავს ალტერნატიული, „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“ კონსილიუმის შექმნას. როგორც გვარამიამ თქვა, არ ენდობიან იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, რადგან მათ წინასწარ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით.

ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექსპერტთა ალტერნატული ჯგუფის შექმნის თხოვნით ცენტრ „ემპათიას“ მიმართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]