weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საპატრიარქოც კი რომ ჩაერთოს, წლის ბოლომდე 2/3-ის აცრა ვერ მოესწრება – ცერცვაძე

18:57 ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის და კლინიკური საბჭოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ ადგილზე გაიყინა. როგორც ის ამბობს, ეს ძნელი ასახსნელია იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საქართველოში ძლიერია ანტივაქსერული განწყობები.

„ვაქცინირებულია სრული მოსახლეობის მეოთხედი, 25% და მოზრდილი მოსახლეობის 32%. ეს არის ძალიან ცოტა, თუ ჩავთვლით რომ ევროპასა და ამერიკაში, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უკვე ვაქცინირებულია მოსახლეობის 2/3-ზე მეტი, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ისრაელში, უკვე სამჯერ ვაქცინირებულია მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ყველაზე ცუდია ის ტენდენცია, რომელიც საქართველოში გამოიხატა, რომ ბოლო 10 დღის მანძილზე, დღეში 3000-ზე მეტი აცრა არ ხდება და ისიც მეორე ვაქცინაციაა და არა პირველადი“, – განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში საპატრიარქოც რომ ჩაერთოს, წლის ბოლომდე ვაქცინაციის გეგმის შესრულება ვერ მოესწრება.

„რა თქმა უნდა, საპატრიარქოს პრეროგატივაა, მან უკეთ იცის, თუ რა შემთხვევაში უნდა ჩაერიოს და რა შემთხვევაში არა, მაგრამ დადებითი პასუხი რომ ჰქონოდათ პრეზიდენტის თხოვნაზე, ეს სერიოზულად გაზრდიდა ვაქცინირებულთა რიცხვს. დასახაული გეგმისთვის მიღწევა, სამწუხაროდ, ალბათ ძნელი იქნება და საპატრიარქოც კი რომ ჩაერთოს კამპანიაში, ვერ მოესწრება, რომ 2/3 იყოს წლის ბოლომდე აცრილი. სულ ორი თვე დარჩა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მოიმატებდა, თუ ახლა არის 1/4, ნახევარს მაინც მიაღწევდა აცრილთა რაოდენობა, მაგრამ საპატრიარქო არის განსაკუთრებული ინსტიტუცია და ის ხელმძღვანელობს თავისი პრინციპებით“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა საპატრიარქოსაც ეკისრება, „რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა“. ზურაბიშვილმა საპატრიარქოს მიმართა, ეკლესიამ მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითის მისცეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 1 990 501 აცრაა ჩატარებული. სრულად ვაქცინირებულია 946 395 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.1%-ია. გუშინ, 4 ნოემბერს, მხოლოდ 3469 ადამიანი აიცრა.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის (1 691 214 ადამიანი) სრულად აცრას ითვალისწინებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]