weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვეყანაში 60 წლის ზემოთ 796 000 ადამიანიდან ორჯერადად აცრილია 276 678 – გამყრელიძე

15:22 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 34.7%-ია კორონავირუსზე ორჯერადად აცრილი, მაშინ, როცა ლეტალური გამოსავლის 85% სწორედ ამ ჯგუფზე მოდის.

„60 წლის ზემოთ ქვეყანაში გვყავს 796 000 ადამიანი და აქედან, დღევანდელი რიცხვით, ორჯერადად აცრილია 276 678 (34.7%), ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ამ ყველაზე მოწყვლადი ფენის არ არის აცრილი. ამიტომაც, დღევანდელი საბჭოს სხდომის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, „მწვანე პასპორტთან“ ერთად, არის ის, რომ ჩვენი პირობებისთვის ძალიან სერიოზული მონეტარული წახალისება უწესდება ამ ადამიანებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

ამირან გამყრელიძის თქმით, პენსიონერების წახალიხების ეს ფორმა იმუნიზაციის გარკვეულ ეტაპზე ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]