weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სუს-თან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

12:15 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021

თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (ე.წ. მოდულის შენობა) ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, დანარჩენები კი გზის მეორე მხარეს გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობას და სუს-ის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მოქალაქეები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც დააკავეს.

„მემგონი, 20-მდე ჩვენი თანამებრძოლია დაჭერილი, თუ მეტია არა. იგივე ხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, მიჰყათ და მიჰყავთ ჩვენი თანამებრძოლები, მაგრამ თითოეულ დაკავებულზე დამატებით ათი გამოვა, ზეგ ასი გამოვა და ესენი აუცილებლად დასრულდებიან. მიშა აუცილებლად გადავა საავადმყოფოში, აუცილებლად გათავისუფლდება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული“, – მიმართა მხარდამჭერებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისში, რამდენიმე ადგილზე, მათ შორის სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ დააანონსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]