weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პენიტენციურმა სამსახურმა ციხის კლინიკაში სააკაშვილის ძალით შეყვანის კადრები გაავრცელა

14:09 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში (N18 სამკურნალო დაწესებულება) შეყვანის ამსახველი ვიდეომასალა.

გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. 

გავრცელებულ ვიდეომასალას ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელებას ცდილობს.

„როგორც კი სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიციის გაუმჯობესების და მისი მდგომარეობის სტაბილიზაციის გზების ძიებას ვიწყებთ, იუსტიციის სამინისტრო იწყებს კადრების გამოქვეყნებას, რომ პატიმარზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს და გამოიწვიოს სააკაშვილის პროტესტი, რითიც კიდევ უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა. ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

მიხეილ სააკაშვილი N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც გლდანის ციხის გვერდით მდებარეობს, მისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. როგორც სააკაშვილი აცხადებდა, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

 

ამ თემაზე:

სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა მიწაზე თრევით მიიყვანა და იძულებით მოათავსა პალატაში – ადვოკატი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]