weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავის საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

12:07 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებამ გაავრცელა.

„სამწუხაროდ, კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. თელავის ცენტრალური საავადმყოფო ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად სამედიცინო საზოგადოებას, ჩვენი ექიმი-ტრანსფუზიონისტის, მარინე ნოზაძის გარდაცვალებას“, – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, ის არ იყო ვაქცინირებული და თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 64 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 822 383 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 763 755 გამოჯანმრთელა, 11 679 კი ვირუსს ემსხვერპლა.

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სრულად ვაქცინირებულია 984 539 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.5%-ია. გუშინ, 23 ნოემბერს ქვეყანაში მხოლოდ 3707 ადამიანი აიცრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]