weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გადის კლიპი „მოსამართლე კლავს“, ეს თუ გაგრძელდა, ინფორმაცია ბავშვებში დაილექება – მოსამართლე

13:58 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო სანდოძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გასაუბრებისას სამი მოსამართლის შესახებ ვიდეორგოლს გამოეხმაურა.

„ძალიან მაწუხებს ეს საკითხი. ჩვენ ვიხილეთ კლიპი მოსამართლეებზე „კლავს“. თქვენ თუ დაინტერესდებით, ადვოკატების სოციალურ ქსელში შეგიძლიათ შეხვიდეთ, როგორ მოიხსენიებენ ამ მოსამართლეებს - მათ მიიღეს ობიექტური გადაწყვეტილება, მათთან სამართალი ნახეს... როდის გახდა ის სამი მოსამართლე აქტუალური? მანამდე ფაქტობრივად ტელევიზიით და საზოგადოებისთვის ცნობადი არ იყვნენ, თუმცა მხარეები იცნობდნენ. ჩემი ხედვაა ასეთი - ეს რომ გაგრძელდეს, რამდენიმე წელი, ეს მოცემულობა, რომ ასე ცხადდება „მოსამართლე კლავს“, ბავშვი, რომელიც 10 წლისაა და 4 წლის შემდეგ 14 წლის იქნება, დამერწმუნეთ, რომ ეცოდინება, რომ მოსამართლე კლავს, როდესაც ეს ინფორმაცია მუდმივად დაილექება“, – განაცხადა ნინო სანდოძემ.

მისი თქმით, ადვოკატების მხრიდან არაერთი განცხადება კეთდება მოსამართლეებზე იმის შესახებ, რომ მათ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს არ ჩანს.

საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა. მასში ნახსენები არიან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართელეები - ლია ორკოდაშვილი, ნინო ელიეშვილი და მაია ქოქიაშვილი. ვიდეორგოლი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც სააკაშვილს 10 ნოემბერის სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა.

კომუნიკაციების კომისიამ გუშინ „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული ვიდეორგოლი ერთ-ერთი იყო სამიდან, რომელთა ეთერში გაშვება კომუნიკაციის კომისიამ კანონის დარღვევად მიიჩნია. „მთავარი არხი“ კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]