weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს მხარი დაუჭირა

12:19 ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს - გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძესა და თეა ძიმისტარაშვილს მხარი დაუჭირა. მათ უვადოდ გამწესების საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტს პროცესის წარმართვის სრული ლეგიტმაცია ჰქონდა.

„ეს პროცესი სრულად გამჭვირვალედ წარიმართა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ და დაესვათ შეკითხვები. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ტიპის შეთანხმებით დავნიშნოთ მოსამართლეები. ჩვენი ამოცანაა, რომ განხორციელდეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და არ შეფერხდნენ სასამართლოში საქმის წარმოების ფარგლებში. იცით, რომ საქმეებიდან გამომდინარე სასამართლოს გადატვირთულობა არის გამოწვევა, ამიტომ სწრაფი მართლმდაჯულების უზრუნველყოფა ჩვენთვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი არ დაუჭირა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა, რომელიც ყველა მათგანთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობდა. 

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მოსამართლეებს, ვისგანაც ვერ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერც კომპეტენციის და ვერც კეთილსინდისიერების ნაწილში.

მათ მიერ განხილული საქმეები, განვლილი სამოსამართლო საქმიანობა არ იძლეოდა იმის განცდას, რომ, განსაკუთრებით ორი მათგანი, იმსახურებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობას. მე არცერთ მათგანს არ დავუჭირე მხარი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უკეთესი იურისტები, უკეთესი მოსამართლეები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში გამწესებას იმსახურებენ“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

კომიტეტის სხდომებს ოპოზიციონერი დეპუტატები, გარდა „ევროპელი სოციალისტების“ და „მოქალაქეების“ წევრებისა, ბოიკოტს უცხადებდნენ. 

მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო მმართველ პარტიას არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეფორმების გატარება და სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების გაკეთება. 

 

ამ თემაზე:

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებზე მიგვიწვიეს, რაზეც უარი ვთქვით – ჰარცელი

აშშ-ის საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესით იმედგაცრუებულია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]