weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე დაამტკიცა 

14:47 ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე დაამტკიცა. 

მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი: 

  • ნინო სანდოძე – 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი
  • თეა ძიმისტარაშვილი – 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი
  • გენადი მაკარიძე – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი
  • თამარ ოქროპირიძე – 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი

კენჭისყრამდე, იურიდიულ საკიტხთა კომიტეტში მოსამართლეებთან გასაუბრება გაიმართა. კომიტეტმა ოთხივე მათგანს რეკომენდაცია გაუწია. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, მოსამართლეებისგან ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერც კეთილსინდისიერების და ვერც კომპეტენციის ნაწილში.

„მათ მიერ განხილული საქმეები, განვლილი სამოსამართლო საქმიანობა არ იძლეოდა იმის განცდას, რომ, განსაკუთრებით ორი მათგანი, იმსახურებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობას. მე არცერთ მათგანს არ დავუჭირე მხარი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უკეთესი იურისტები, უკეთესი მოსამართლეები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში გამწესებას იმსახურებენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო მმართველ პარტიას არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეფორმების გატარება და სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების გაკეთება. 

 

ამ თემაზე:

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებზე მიგვიწვიეს, რაზეც უარი ვთქვით – ჰარცელი

აშშ-ის საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესით იმედგაცრუებულია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]