weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეხვედრების შეზღუდვასა და ტელევიზორის ჩამორთმევაზე ბრალდებები სიცრუეა – პენიტენციური

10:56 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება და სიცრუეა სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ გუშინ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გლდანის N18 დაწესებულების ორმა თანამშრომლელმა განუცხადა, რომ N18 დაწესებულებაში წნევის აპარატის დაზიანების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინური ზომები მიიღეს, რაც შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. სააკაშვილის თქმით, გუშინვე მის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია არ შეუშვეს. 

ამის საპასუხოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ცრუ ბლადბებები გაავრცელა და N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

„დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.

ამ ეტაპზე მსჯავრდებული შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსხური.

უწყება მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს პენიტენციური სამსახურისა და მისი მოსამსახურეების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტს და არ გააგრძელებს მანამდე, ვიდრე არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინარულ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურ დაშვებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]