weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესს ვერ დავესწრები – სააკაშვილი

23:15 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს ვერ დასწრება. 9 დეკემბერს სხდომა სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე უნდა გაიმართოს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს. ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა იჩაგრებიან ჩემ გამო. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვლის შეფასებით, პაციენტის ობიექტური მონაცემები დიდად არ განსხვავდება წინა სასამართლო პროცესის მდგომარეობიდან.

„თვითონ თავს თვლის უფრო სუსტად, ამიტომ ხვალინდელი პროცესის წასვლა არ წასვლის საკითხი, მისი გადასაწყვეტი იქნება. სახელმწიფო კონსილიუმის ნაწილი იყო ჩამოსული, კერძოდ იყვნენ ფსიქიატრები, ვისთან შეხვედრაზეც ბატონმა მიხეილმა უარი განაცხადა. წნევის პრობლემა იყო გუშინ, იმიტომ, რომ აღელვებული იყო, დღეს ეს პრობლემა აღარ გვაქვს“, – თქვა ნინო გოგორიშვლმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით ბრალდება კი 20 ოქტომბერს წარუდგინეს.

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ოთხი ადამიანია დაკავებული – ელგუჯა ცომაია, გიორგი ნარიმანიძე, მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]