weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი მედიის მისამართით „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს შეისწავლის

22:43 ხუთშაბათი, 09 დეკემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მედიის მისამართით გაკეთებულ შესაძლო დისკრიმინაციის შემცველ განცხადებებსა და მიდგომებს შეისწავლის. ლომჯარიას თქმით, სამინისტროები და სხვა საჯარო უწყებები ვალდებული არიან, მედიას თანაბარი წვდომა მისცენ.

„წინასწარ ალბათ არ გავაკეთებ კომენტარს დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით, რადგანაც წარმოებას დავიწყებთ და შევისწავლით, თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს. ალბათ, წარმოუდგენელი იქნება, მაგალითად, სახალხო დამცველმა შეუზღუდოს მედიის რომელიმე წარმომადგენელს დასწრება ჩვენს ბრიფინგებზე. იგივე ეხებათ სხვა საჯარო დაწესებულებებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატი არის საჯარო უწყება, ასევე არის მერია და სხვა სამინისტროები, რომელთა ვალდებულებაა, რომ თანაბარი წვდომა მისცენ მედიას.

მედია თავად, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკით და საკუთარი ეთიკის სტანდარტების დაცვით წყვეტს, როგორ აირჩევს ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებას. ეს შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

დღეს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტები გააკრიტიკა იმის გამო, რომ თბილისის მერიის ღონისძიებებს არ აშუქებენ.

„რატომ მოდიხართ, თუ არ აშუქებთ მაშინ კონკრეტულ საქმეს. მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას და უბრალოდ არ იქნება ჩვენი თანამშრომლობა. მე სხვა ბერკეტი არ გამაჩნია. თუ ეს ასე გაგრძელდება, ვნახავთ რა ფორმა ექნება ამას [თანამშრომლობის შეწყვეტას]. ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა - დაპატიჟებული ხართ და უნდა გააშუქოთ ეს კონკრეტული ღონისძიება. ჩვენს სამსახურს გაკეთებული აქვს მონიტორინგი და არცერთი ღონისძიება არ გაქვთ არცერთ საინფორმაციოში გაშუქებული. არც მე არ მაქვს ვალდებულება, აქ ვიდგე და ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს“, – განაცხადა კალაძემ.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრ თეა წულუკიანის ბრიფინგზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი არ შეუშვეს, მოგვიანებით კი წულუკიანმა ჟურნალისტებს „აღვირახსნილები“ უწოდა. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია კულტურის სამინისტროში 22 ნოემბერსაც არ შეუშვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]