weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თეა წულუკიანის ბრიფინგზე „პირველისა“ და „მთავარის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს

13:43 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021

კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებისამდი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხების - „პირველისა“ და „მთავარის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს. ჟურნალისტების განცხადებით, სამინისტროს პრესსამსახურმა მათ არც დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ აცნობა წინასწარ.

„მიუხედავად ამისა, ნახევარი საათით ადრე მივიდეთ ადგილზე, რათა არ ჰქონოდათ არ შეშვების მიზეზი. წულუკიანის ბრიფინგზე შეუშვეს ხუთი მედიის წარმომადგენელი, ხოლო კრიტიკული მედია დატოვეს გარეთ. ერთადერთი, რაც მოვისმინეთ დაცვის სამსახურისგან, იყო ის, რომ მათ ჰქონდათ სპეციალური სია, სადაც ჩამოთვლილი იყო, ვინ უნდა შეეშვათ წულუკიანთან და ვინ არა“, – თქვა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა, ლიკა ჯანყარაშვილმა.

„პირველის“ ინფორმაციით, ბრიფინგზე სიის მიხედვით, დაუშვეს „იმედი“,„პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „ობიექტივი“, „პოსტ ტვ“ და საპატრიარქოს ტელევიზია.

ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებით, აპირებენ სახალხო დამცველს მიმართონ და რეაგირების მოხდენა სთხოვინ, რადგან სახეზეა მედიის წინააღმდეგ დისკრიმინაციული მიდგომა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს ამ საკითხზე ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]