weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავარმა პროკურორმა პრემია-დანამატები 18-ჯერ, მოადგილეებმა კი 21-ჯერ მიიღეს

15:30 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წელს ხელფასის სრული ოდენობით პრემია და დანამატი 18 - ჯერ, ხოლო მისმა მოადგილეებმა - მამუკა ვასაძემ, გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ 21-ჯერ აიღეს.

მთავარი პროკურორის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 910 ლარია, ანუ წელიწადში 46 920 ლარი. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ირაკლი შოთაძემ 2016 წლის განმავლობაში, ხელფასთან ერთად 18-ჯერ მიიღო დანამატი და პრემია. სულ მისი წლიური ანაზღაურება 117 000 ლარი იყო, საიდანაც 70 080 ლარი პრემია-დამანატების თანხაა.  

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის წლიური ანაზღაურება 42 240 ლარია (თვეში 3 520 ლარი), თუმცა რეალურად მან 112 680 ლარი მიიღო. შესაბამისად, ერთ წელიწადში მამუკა ვასაძემ დანამატი და პრემია 21-ჯერ აიღო, - სულ 70 440 ლარის ოდენობით. 

ასევე 21-ჯერ აიღეს დანამატი და პრემია მთავარი პროკურორის მოადგილეებმა გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გოგაძემ. თითოეული მათგანის წლიური ანაზღაურება 111 240 ლარს შეადგენს, მათ შორის, 40 800 ლარი ხელფასის თანხაა (თვეში 3 400 ლარი), ხოლო დანარჩენი 70 440 ლარი - პრემია-დანამატები.

ირაკლი შოთაძის კიდევ ერთ მოადგილეს გიორგი ბადაშვილს პროკურორის რანგში ახალი დეკლარაცია ჯერ არ წარუდგენია, - იგი ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 7 ივნისს დაინიშნა, მანამდე კი ფინანსთა სამინისტროში საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. „რეგინფო“ წერდა, რომ გიორგი ბადაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წელს მიიღო 86 000 ლარის ოდენობით პრემია და დანამატი.  

25-ჯერ აიღო პრემია და დანამატი მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა თეიმურაზ ნაჭყებიამ, - ჯამში სულ 73 590 ლარი. მისი ხელფასის ოდენობა 2 930 ლარია, - ესე იგი წელიწადში 38 090 ლარი, თუმცა, რეალურად, მისი წლიური ანაზღაურება 111 680 ლარი იყო. 

„პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად, პროკურატურის მუშაკის ხელფასი თანამდებობრივი სარგოსგან, პრემიისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან შედგება. 2016 წლის ბიუჯეტის გეგმით, პროკურატურაში პრემიებისთვის გათვალისწინებული იყო 2 721 000 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატებისათვის - 5 164 500 ლარი.

                                                                                                                                        

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]