weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს

18:15 სამშაბათი, 11 იანვარი 2022

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს. მას უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

„გავაკეთე ხელახალი განაცხადი ცესკოს თავმჯდომარეობაზე. პირველ შემთხვევაშიც და ამ შემთხვევაშიც მოლოდინები მაქვს საკმაოდ მაღალი იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ისეთი კითხვის ნიშანი საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან მიმართებაში, რომელიც ხელის შემშლელი იქნება.

თუ წარმატებით გავივლი ამ პროცესს, მაქვს გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ადმინისტრაციის შემდგომი ტრანსფორმაცია და მისი განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და სალომე ზურაბიშვილს წარუდგენს. პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან მინიმუმ 2 პარლამენტს სამ დღეში უნდა გადაუგზავნოს, რის შემდეგაც პარალმენტში მათ მოუსმენენ და კენჭს უყრიან. 

პარლამენტმა, კერძოდ, კი 83-მა დეპუტატმა, გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს- თვამჯდომარედ მესამე ცდაზე, 6 თვის ვადით აგვისტოში აირჩია. 

პარლამენტის ⅔-ის მხარდაჭერის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 5 წელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]