weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ცესკოს თავმჯდომარედ 6 თვის ვადით გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

14:20 ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 6 თვის ვადით, გიორგი კალანდარიშვილი იქნება. მისი ხელმძღვანელობის პირობებში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მეოთხედ უყარეს კენჭი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რის შედეგადაც გიორგი კალანდარიშვილმა 83 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გიორგი სანტურიანმა – 4-ის. საკითხის გადასაწყვეტად 76 დეპუატატის ხმა იყო საჭირო. დღესვე პარლამენტმა, 81 დეპუტატის მხარდაჭერით, ცესკო-ს წევრებად გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე აირჩია.

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან მუშაობს, 2019 წლიდან კი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსია. პარლამენტში გასაუბრების დროს მან განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა.

კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარედ არჩევას მხარს არ უჭერდნენ არც ოპოზიცია და არც არასამთავრობო სექტორი. მათი შეფასებით, ის ამ თანამდებობაზე ვერ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]