weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„ომიკრონზე“ ტესტები ნაკლებმგრძნობიარეა, სიმპტომების მქონე კოვიდიანივით მოიქცეს – ცერცვაძე

13:39 პარასკევი, 14 იანვარი 2022

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებული ტესტები, განსაკუთრებით სწრაფი ტესტი, კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა. 

როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მოქალაქეები, ვისაც კოვიდის სიმპტომები აქვთ, თუმცა ტესტი დადებით პასუხს არ აძლევთ, ისე უნდა მოიქცნენ, როგორც კოვიდინფიცირებულები, ანუ დარჩნენ სახლში, იზოლაციაში. 

„საერთოდ, არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის, მაგრამ „ომიკრონის“ მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე „დელტა“ შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი არ არის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ ტესტმა, განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს. PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს მოახდინონ და არა აუცილებლად პირველივე დღეს. 

მაინც შეიძლება იყოს და არის პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც პოზიტიურ ტესტს ვერც მეორე და მესამე დღეს იღებენ, მაგრამ კოვიდის კლინიკა აქვთ. ამ მოქალაქეებს ცალსახად ვურჩევთ, რომ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს.

ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი, არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს – ლაპარაკია იზოლაციაზე. თუ სიმპტომები აქვთ, დარჩნენ სახლში 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, „ომიკრონის“ შტამი სამჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტა“ შტამი და შემთხვევების დაახლოებით 50%-ში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობის ხარჯზე, მოსალოდნელია როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე სიკვდილიანობის ზრდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5567 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში „კოვიდ - 19“ 46 309 ადამიანს უდასტურდება, რომელთაგან 39 853 ბინაზე მკურნალობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]