ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი პრეზიდენტს წარედგინა ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.
კანონის მიხედვით, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.
კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს არასამათავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“. ისინი მიიჩნევენ, რომ პროცესი ფორმალურია და ხელისუფლებას წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, ვინ დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობებს.