weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ სააკაშვილის კადრების გამო პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული ჯარიმა გააუქმა

22:18 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის სამართალდარღვევად არ ცნო.

საქალაქო სასამართლოს განცხადებით, მტკიცებულებების საფუძველზე მიჩნეულ იქნა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფოტო და ვიდეომასალა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების (სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა) დასაცავად გამოქვეყნდა.

„შესაბამისად, სახეზე არ არის პერსონალური მონაცემების კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავების ფაქტი“, – განაცხადა სასამართლომ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც 1-ლი მარტიდან უქმდება, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას შეეცდება. სპეციალური პენიტენციური სამსახური 2000 ლარით ექვსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გამოქვეყნება მისი ღირსების შელახვად შეაფასა. გარდა ამისა, სამსახურმა განაცხადა, რომ კანონიერი არ იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვები დანამატების მიღების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ მნიშვნელოვანი დეტალის გარეშე, რომ ეს ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციით ხდებოდა.

„გადაწყვეტილება, ყველა ეპიზოდთან მიმართებით იყო დასაბუთებული, ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელ შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.

სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება ადგენს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის, ასევე, საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას.

მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილებები, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების სრულად გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება შემჭიდროებულ ვადებში, რათა შესაძლებელი გახდეს 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), მათი გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი განხილვა“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

30 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნების“ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – იქმნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]