weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ცომაია და კიდევ 3 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

12:08 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულებს – ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. 

ოთხივე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

პროკურატურა ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. ცომაიას ბრალი წარდგენილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვისაც.

პროკურატურის ვერსიით, მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი 2021 წლის 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში მოწყობილ სამალავში იმყოფებოდა. გემზე იყო თავად ცომაიაც. 

ერთი კვირის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე ელგუჯა ცომაიამ აღიარა, რომ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ჩამოყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ლორთქიფანიძემ სთხოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, ელგუჯა ცომაიას და მიხეილ სააკაშვილა მამა-შვილი წოწორიები ავტომობილით ელოდებოდნენ. 

„აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ. 29 სექტემბერს, ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი, „FORD“-ის ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ. იმავე დღეს,მიხეილ სააკაშვილი და ეგუჯა ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გიორგი ნარიმანიძესთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა“, – აცხადებს პროკურატურა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]