weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მგონი ლუდმილა დენისოვას დაავიწყდა, რომელი ქვეყნის ომბუდსმენია – სუბარი

19:00 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის და ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის განცხადებით, უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა „საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“ სცდება იმით, რომ საქართველოში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავს. 

დენისოვას განცხადებას სუბარი დღეს გამოეხმაურა. 

„მგონი, ლუდმილა დენისოვას დაავიწყდა, რომელი ქვეყნის ომბუდსმენია, რადგან აბსოლუტურად ცდება ომბუდსმენების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს. 

ომბუდსმენი არ არის ექსტერიტორიული პრინციპით. ის თავის ქვეყანაში იცავს ყველა ადამიანის უფლებას, იქნება ამ ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ თუნდაც, მოქალაქეობის არ მქონე პირი.

რაც შეეხება ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნით სტრესს განიცდის, რაღაც ამდაგვარი თქვა, როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხის პირობებს და სტრესს განიცდის ამის გამო, მან დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს. ძალიან მარტივი რეცეპტი არსებობს და თუ დანაშაულს ჩაიდენს, მსგავს სტრესებთან გამკლავება მოუწევს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. გუშინ ლუდმილა დენისოვამ განაცხად, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანილი სააკაშვილი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას საჭიროებს. დენისოვას თქმით, ეს დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა საბჭომ გააკეთა. 

„მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ციხეში ვერ იკურნება. შედეგად მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ექიმთა საბჭომ ასევე დაადასტურა, რომ მკურნალობის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, რასაც საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაჟინებით მოითხოვდა. უმეტესწილად, სააკაშვილი იღებს მხოლოდ მედიკამენტოზურ თერაპიას ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის გარეშე“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

უკრაინის სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა, მიხელ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის გაწევა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ლუდმილა დენისოვა უცხოეთის ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მკაცრად დაგმონ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, რაც „არღვევს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სამედიცინო დახმარების უფლებებს“.

 

ამ თემაზე:

ექიმთა ჯგუფი კვლავ მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის ფსიქოთერაპია აუცილებელია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]