პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრების ინფიცირებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, თუმცა ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე არ არის.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 35 082 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი 7947 ადამიანს დაუდასტურდა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 77 049 აქტიური შემთხვევაა. 4618 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს.