weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამყრელიძის თქმით, მწვანე პასპორტებს გაუტესტავი, თუმცა სიმპტომიანი მოქალაქეებიც მიიღებენ

14:48 სამშაბათი, 25 იანვარი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ პირი, რომელიც არ იყო გატესტილი, თუმცა ჰქონდა კორონავირუსის სიმპტომები და ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა, მწვანე პასპორტს მიიღებს.

„სამინისტრომ დაუშვა, არსებობს შესაბამისი ნორმატიული აქტი: თუ პირი არ იყო გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, მწვანე პასპორტისთვის ან მოგზაურობისთვის, აისახება ბაზაში“, – განაცხადა გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მანამდე ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ლაბორატორიებს ნუ გადატვირთავენ და თქვა, რომ ამ ეტაპზე, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი და უსიმპტომო პირების ტესტირებას „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“. გარდა ამისა, მისი განცხადებით, „ომიკრონი“ ისე ცირკულირებს, რომ, სიმპტომების შემთხვევაში, ტესტირება აუცილებელი აღარაა და სასურველია, პირი პირდაპირ 8-დღიან იზოლაციაში გადავიდეს. 

დღემდე ცნობილი იყო, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი/პასპორტი ენიჭებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს კორონავირუსი და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

 

ამ თემაზე:

NCDC ამირან გამყრელიძის განცხადებას განმარტავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]