weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

თებერვლიდან კოვიდ-პაციენტებს ოჯახის ექიმები მართავენ – გაბუნია

18:47 ორშაბათი, 31 იანვარი 2022

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდ-პაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ.

„ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინ-კლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინ-კლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. 

უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, ოჯახის ექიმებმა, დეკემბრის განმავლობაში, ტრენინგი გიარეს და მზად არიან, თავისივე პაციენტები მართონ. 

31 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 151 139 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა იყო. აქედან 143 706 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა, 5433 კი – საავადმყოფოში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]