weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

თეთნულდზე თოვლი მოვიდა

17:16 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017
თეთნულდზე თოვლი მოვიდა ფოტო © ნიკა ფალიანი

სვანეთში, თეთნულდზე თოვლი მოვიდა. თოვლი სამთო-სათხილამურო კურორტზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 000 მეტრზეა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ წელიწადის ამ დროს მაღალმთაში თოვლი უჩვეულო არ არის. სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის, დოდო გვაზავას თქმით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექი და ტემპერატურის კლება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებულმა ცივმა ჰაერის მასებმა განაპირობა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად გუშინ, 6 სექტემბერს მესტიის მუნიციპალიტეტში ღელეები ადიდდა, რის შედეგადაც დაზიანდა სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზები. გარესამყაროს მოწყდა 48 ოჯახი.

მთელ საქართველოში ამინდის გაუმჯობესება ხვალიდან არის მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]